Saturday, October 31, 2015

მეცხრე დღე

განვიხილეთ მეშვიდე მოდული-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,ვისწავლეთ თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ჩვენი ნაშრომები,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მოდიფიცირება  გავუკეთეთ სასწავლო პროექტის  გეგმას,შევქმენით მასალები და  გავაკეთეთ  რეფლექსია  მიღებულ  ცოდნაზე.
    საინტერესო იყო ბატონი გიორგის ტრენინგი.ყოველი საათი დატვირთული იყო სიახლეებით. მადლობა ტრენერს იმისათვის, რომ დაგვეხმარა თანამედროვე  ტექნოლოგიების უფრო ღრმად შესწავლაში.

მერვე დღე

მოვაწესრიგეთ პორტფოლიო,დავასრულეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა. კიდევ ერთხელ  დავათვალიერეთ ჩვენი  პროექტი და მივეცით საბოლოო სახე.
ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, შევცვალეთ დიზაინი და მივეცით საბოლოო სახე.

მეშვიდე დღე

განვამტკიცეთ განვლილი მასალა. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე. გადავამოწმეთ შეფასებისა და სწავლების სტრატეგიები  და მოვაწესრიგეთ  ჩვენი პორტფოლიო.

მეექვსე დღე

განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის  საკითხი,რომელიც პროექტის შინაარსს,ასევე თუ როგორ წარმოადგენენ პროექტის პრეზენტაციას,ასევე ყურადღება მივაქციეთ პროექტის დიზაინს. ავღნიშნეთ,რომ მთავარია პროექტის შინაარსი,რომელიც გაწერილია შესაბამისი ქვეპუნქტებით.

Saturday, October 24, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს განვიხილეთ პროექტის  მიმდინარეობის დროს მოსწავლეთა სამუშაო  პროცესზე  დაკვირვება,თუ როგორ ემზადებიან პრეზენტაციისთვის,აგრეთვე განვიხილეთ თუ როგორ უწევენ მონიტორინგს ერთმანეთს.

Saturday, October 17, 2015

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს დავიწყეთ შეფასებებზე მუშაობა.მოსწავლეეთა  წინარე ცოდნის შეფასების კრიტერიუმები და შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები. განვიხილეთ  სხვადასხვა ცხრილები  და დიაგრამები,რითაც მოხდება მოსწავლეთა შეფასება.

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

მესამე ტრენინგდღე ნაყოფიერი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის.საპროექტო თემას შევუსაბამეთ საგნობრივი სტანდარტი. ჩამოვაყალიბეთ პროექტის  მიზნები და მიმართულების მიმცემი  მიზნები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში.

Friday, October 16, 2015

პირველი ტრენინგდღის რეფლექსია

გავდივარ ინტელის ტრენინგს პროექტებით სწავლება. ეს ტრენინგი აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის რადგან მომავალი წარმოუდგენელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. ტრენინგის ხელმძღვანელია ბატონი გიორგი ხომასურიძე,რომელიც ნაყოფიერად მუშაობს თითოეულ პედაგოგთან.რისთვისაც დიდი მადლობა მას.